სამტრედიელ პედაგოგს ლია მაღულარიას საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ტიტული მიენიჭა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი, რამდენიმე ათეული წელი საგანმანთლებლო სივრცეში ღირსეული მოღვაწეობისთვის, მე-10-ე საჯარო სკოლის გერმანული ენის ღვაწლმოსილ პედაგოგს ლია მაღულარიას, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმანთლებლო რესურსცენტრის დირექტორმა თინათინ ხარძიანმა და კულტურის სამსახურის უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დროს ასევე ისაუბრეს სკოლის ინფრასტრუქტურის საკითხებზე და ქალბატონ ლიას, მოღვაწეობისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

“მოხარული ვარ, რომ დღეს მე-10 საჯარო სკოლაში ვიმყოფები, სადაც ბევრი წარმატებული პედაგოგი მოღვაწეობს. მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს და პროფესიულ განვითარების ცენტრს, რამეთუ აღინიშნა პედაგოგის დამსახურება. ვულოცავ, ქალბატონ ლიას დამსახურებულ ჯილდოს. ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო იქნება სტიმული სხვა დანარჩენი პედაგოგებისთვის, წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში,” – განაცხადა დავით ბახტაძემ.

საგანმანთლებლო რესურსცენტრის დირექტორი თინათინ ხარძიანი -,, მოხარული ვარ, რომ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ ერთი დამსახურებული პედაგოგი შეემატა და წარმატებული პედაგოგების რიცვხი უფრო და უფრო იზრდება. ამაყი ვარ და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს და განათლების სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები