ლევან ჟორჟოლიანი – პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რომლებიც მგზავრებს ასევე უსასყიდლოდ მოემსახურება.
„ასევე, საქართველოს რკინიგზა ამავე რიცხვებში უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ გავუადვილოთ ჩვენს მოქალაქეებს 21-22 მარტს, შაბათ-კვირას თბილისში ჩამოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.