აბას არაღჩი – “ემანუელ მაკრონს ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის შესახებ დაგმობის ერთი სიტყვაც არ უთქვამს”
ირანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ დაგმობის პოზიცია არ გამოუხატავს.
არაღჩის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს „არც ერთი სიტყვა არ უთქვამს“ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშების გასაკრიტიკებლად და შეშფოთება მხოლოდ მას შემდეგ გამოხატა, რაც თეირანმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა.
“მან არ დაგმო ისრაელი, როდესაც თეირანში საწვავის საწყობი ააფეთქა, რამაც მილიონობით ადამიანი ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ მოაქცია. მისი ამჟამინდელი „შეშფოთება“ ისრაელის მიერ ჩვენს გაზის ობიექტებზე თავდასხმას არ მოჰყოლია, ეს ჩვენს საპასუხო ქმედებას მოჰყვა. სამწუხაროა“, – აცხადებს აბას არაღჩი.
ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე, დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს.