“პარასკევს სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მიკროავტობუსები გავა უფასოდ, რათა მსურველთ მიეცეს შესაძლებლობა, უკანასკნელ გზაზე პატივი მიაგონ ილია II-ს” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ინფორმაციით, პარასკევს მარნეულის მერია უზრუნველყოფს ტრანსპორტს, რათა მსურველებმა ილია მეორე უკანასკნელ გზაზე გააცილონ.

“მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით, პარასკევს საღამოს 19:00 საათზე, საკათედრო და ეპარქიის სამრევლო ტაძრებიდან თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით,მიკროავტობუსები გავა უფასოდ,რათა მსურველთ მიეცეს შესაძლებლობა უკანასკნელ გზაზე პატივი მიაგოს ჩვენს პატრიარქს,უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

ტრანსპორტს უზრუნველყოფს მარნეულის მერია”, – წერია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები