მედია: პენტაგონი ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის 200 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლად, 200 მილიარდ დოლარზე მეტის მიღებას მოითხოვს.
ამის შესახებ გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (WP) წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
სტატიის თანახმად, აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტმა თეთრ სახლს სთხოვა, კონგრესისთვის, ირანში ომის დასაფინანსებლად, 200 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის მოთხოვნა დაემტკიცებინა.
“ეს მასშტაბური მოთხოვნა თითქმის გარდაუვლად შეხვდება წინააღმდეგობას კონფლიქტის მოწინააღმდეგე კანონმდებლების მხრიდან”,- აღნიშნავს გამოცემა.