ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან კომპენსაცია მოითხოვა
აშშ-ის ისლამურ რესპუბლიკაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიიდან განხორციელებული დარტყმების გამო მიყენებული ზარალისთვის,
ირანი არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან კომპენსაციას ითხოვს.
ამის შესახებ გაერო-ში ისლამური რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, საიდ ირავანიმ, მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშისადმი გაგზავნილ წერილში დაწერა.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების უკანონო ქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე გამოიწვია მათი საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოითხოვს კომპენსაციას, მათ შორის ირანისთვის მიყენებული ყველა მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას“, – ნათქვამია წერილში.