საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო: ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის – ეზიდთა სასულიერო საბჭო აუქმებს „კლოჩე სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის. მისი მოღვაწეობა ქვეყნის სულიერი აღორძინების, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო იყო.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, მრევლსა და სრულიად საქართველოს.
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო აუქმებს „კლოჩე სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას“, – ნათქვამია საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.