საუდის არაბეთი ირანის წინააღმდეგ სამხედრო პასუხის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
საუდის არაბეთი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომების გამოყენების უფლებას იტოვებს,- ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა.
საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რიადი რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე საკუთარ უსაფრთხოებას პრიორიტეტად მიიჩნევს და „ყველა შესაძლო ნაბიჯს განიხილავს“, მათ შორის სამხედრო რეაგირებასაც.
“ირანიდან ზეწოლას პოლიტიკურად და მორალურად საპირისპირო შედეგი მოჰყვება. მას მეზობლებთან საუბრის არ სჯერა და მეზობლებზე ზეწოლას ცდილობს, რაც შემიძლია კატეგორიულად აღვნიშნო, რომ არ იმუშავებს”,- ნათქვამია განცხადებაში.