ტარიელ ხარხელაური: პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შემეძლო საუბარი

“ეს გზა, რომელიც პატრიარქმა თავისი წამოსვლით და წასვლითაც გვიჩვენა, რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ. ეს გაერთიანების სურვილი არ უნდა გადაცვალო პირადულ ინტერესებზე, ეს ჩვენი ქვეყნის ზრუნვა უნდა იყოს”, – ამის შესახებ პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეეძლო საუბარი.

„პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შემეძლო საუბარი, მიუღებელი იყო თუ არა მართლმადიდებლობისთვის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას“, – აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები