ირაკლი გივიაშვილმა საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის, ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი გივიაშვილმა თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნას და მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლისა გარდაიცვალა.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ კინოში არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა და ეს პერსონაჟები მაყურებლის საყვარელი გმირები გახდნენ. მრავალფეროვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ხელოვანმა არაერთი პრემია თუ ჯილდო მიიღო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს ბუბა კიკაბიძის მიერ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ წვლილს, პატივს მიაგებს მის ხსოვნას და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები