რომეო მიქაუტაძემ „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის” პროექტის განვითარების შესახებ კომპანია „Masdar”-ში შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძე და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროებში მიმდინარე „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის” ფარგლებში, კომპანია „Masdar”-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს.

“შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და „Masdar”- ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის” შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის” საპროექტ დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ-ი იქნება. მისი მშენებლობა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც პროექტის მშენებლობის, ასევე ოპერირების დროს. 

საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელობით, „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეული” მონაწილეობს. კვირეულის ძირითადი საკითხებია გლობალური თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მისაღწევად, ტექნოლოგია, ინოვაცია და ეკონომიკური განვითარებაკვირეულს ესწრება 4000-მდე დელეგატი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ – მინისტრები და პრეზიდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები