ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა ყველანაირ ეთიკურ ზღვარს გადასცდა, ეს პროცესები მათ კიდევ უფრო დაასუსტებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა ყველანაირ ეთიკურ ზღვარს გადასცდა, ეს პროცესები კი მათ კიდევ უფრო დაასუსტებს.
“ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, როცა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ასეთი სახის დაპირისპირებას ვხედავთ. ვხედავთ, რომ ყველანაირ ეთიკურ და მორალურ ზღვარს გადასცდა პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მათი საქმეა და შიდა დაპირისპირება. ეს პროცესები ამ პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს. ამ დაპირისპირების მიზანია თავმჯდომარის სკამის მოპოვება. სკამი რისთვის სჭირდებათ? – იმისთვის, რომ კეზერაშვილის დაფინანსება ჰქონდეთ და ამბიცია, რომ მომავალში, ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ ჩართული ავად თუ კარგად“, – განაცხადა სამხარაძემ.