ეროვნული სასახლის თეატრალური სტუდია ,,არლეკინი“, ქუთაისის ფესტივალზე, წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის, გრან-პრის მფლობელი გახდა
ეროვნული სასახლის თეატრალურმა სტუდია „არლეკინი“ მონაწილეობდა ქუთაისის საერთაშორისო სასკოლო თეატრალურ ფესტივალში, სპექტაკლით „სატკბილეთის ქვეყანა”. წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის სტუდიას გრან-პრი გადაეცა.
ეროვნული სასახლის ინფორმაციით, პიესის ავტორია – ირმა მალაციძე; რეჟისორი – ნათია გუდაძე; მხატვრული კითხვის პედაგოგი – ნანა ნაჭყებია; მუსიკალური გამფორმებელი – თინათინ გივიშვილი; ქორეოგრაფი – ეკატერინე ჯიქია.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართული, ასევე ევროპული ბავშვთა თეატრალური დასები.
სასახლის სტუდია „არლეკინი” გამარჯვებული გახდა შემდეგ ნომინაციებში:
„წლის საუკეთესო რეჟისორი“ – ნათია გუდაძე;
„წლის საუკეთესო დირექტორი“ – თინათინ რუხაძე;
„საუკეთესო მეორე ხარისხოვანი ქალის როლის
შემსრულებელი“ – გვანცა შენგელია;
„საუკეთესო ქალის მთავარი როლის შემსრულებელი“ – ნიკოლი მელიქსეტიანი;
„ თეატრალური მიმართულების ხელმძღვანელი“ – თეატრმცოდნე, ნიკოლოზ წულუკიძე.