თამარ ბარკალაია შშმ პირთა უფლებების კანონის  აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო“-ს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საბჭოსთან არსებული ოთხი კომიტეტის ერთი წლის მუშაობის შედეგები.

სხდომა წარმართა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, რომელმაც ისაუბრა საბჭოს მნიშვნელოვან როლზე ინკლუზიური პოლიტიკის შექმნისთვის. ასევე ყურადღება გაამახვილა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლის რეფორმის მნიშვნელობაზე, დიდი ზომის პანსიონატების დეინსტუტიციონალიზაციის მიმდინარე პროცესსა და სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხზე მუნიციპალურ დონეზე.

ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე დავით მელუა, კომიტეტების წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით  გაიმართა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში – „გზა შინისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში“.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები