საქართველოს რკინიგზა BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა

,,საქართველოს რკინიგზა“ 2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გამარჯვებული გახდა – ნომინაციაში მსხვილი არასაფინანსო კომპანია.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, BARTA 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. 2022 წელს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები