ელენე ხუციშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
13 დეკემბერს, 15:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება მხატვართა კავშირის წევრის, ელენე ხუციშვილის ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.
როგორც მხატვარი ამბობს, ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა.
„ჩემთვის პირველი გამოფენა სიმბოლურია კახეთის ამ ულამაზეს ქალაქში, ჩემს მშობლიურ კუთხეში აუცილებლად მეწვიეთ. გამოფენაზე შესვლა უფასოა“.
გამოფენა- გაყიდვა 23 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.