დავით კლდიაშვილი – 160: მოსწავლეთა კონკურსის დაჯილდოება გაიმართება

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში მოსწავლეთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება, რომელიც დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს ეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მწერალი, დრამატურგი და ლიტერატურის მკვლევარი დავით გაბუნია შეხვდება უფროსკლასელებს და წაიკითხავს ლექციას თემაზე – „კლდიაშვილის გასაჭირი“.
მოსწავლეთა კონკურსი დავით კლდიაშვილის საიუბილეოდ მწერალთა სახლმა 12 ოქტომბერს გამოაცხადა.
უფროსკლასელებს შესთავაზეს, დაეწერათ ორი თემიდან ერთ-ერთი:
„რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?“ და „ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან“.
სულ  კონკურსში მონაწილეობდა 230 ესე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან.
გაიცემა 3 ძირითადი და 3 წამახალისებელი პრემია, მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერები.
I პრემია – 300 ლარიანი ვაუჩერი;
II პრემია – 200 ლარიანი ვაუჩერი;
III პრემია – 100 ლარიანი ვაუჩერი;
და 3 წამახალისებელი პრემია – 50 ლარიანი ვაუჩერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები