ირაკლი ღარიბაშვილი – ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი, ტექნოლოგიური ჰაბი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT, ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა იგეგმება, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი.
ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას. ვეთანამშრომლებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი. რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში,”- აღნიშნა პრემიერმა.