მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ

მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის (MATC) დირექტორმა, იუვალ ელაზარმა და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჟღენტმა, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიების (ჰიდროპინიკა) სათბური დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. ლაბორატორიაში, 2017 წლიდან, ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება. სამუშაო ვიზიტის ბოლოს, სტუმრები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ – სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ, სადაც ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები