თორნიკე ნაროზაულის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში, თორნიკე ნაროზაულის პირველი კრებულის – „სულ რომ არაფერი“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოწვეული სტუმრები იქნებიან პოეტები: გიო არაბული, ნათია ჭინჭარაული, ტარიელ ხარხელაური, ალექსანდრე შურღაია.
ფილოსოფოსი და რედაქტორია – დაჩი ფაჩულია.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს – თორღვა.
წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება ადგილზე.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები