ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის ფარგლებში სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში შეხვდნენ.

“ლექცია-სემინარი ეხებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებს, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებს. სამხედროებმა ინფორმაცია მიიღეს გასაჩივრების მექანიზმებისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ; ასევე, საუბარი შეეხო, მსგავსი შემთხვევების არსებობის დროს, სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით უწყებრივ საქმიანობას.

წელს ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია ტარდება სლოგანით -„აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“. მასში სამთავრობო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ღონისძიებები მიზნად ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას ისახავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები