ილია ღუდუშაურმა ჩხობაძის სახელობის კლინიკა დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა ქუთაისში ოთარ ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც, რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე სრულად იქნება მორგებული.
გარდა ამისა, ქუთაისში მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ახალი განყოფილება ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადაინაცვლებს. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში ლოკაციის ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.