2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ
„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები თეატრალურ სივრცეში „ჰარაკი” დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა.
2022 წლის ლაურეატები გახდნენ.
თეატრალური ხელოვნება:
გივიკო ბარათაშვილი
მსახიობი
საკონკურსოდ წარადგინა კონსტანტინ ტრეპლევის როლი სპექტაკლიდან – „თოლია“
რეჟისორი დავით დოიაშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი)
კინოხელოვნება:
თინათინ და ხვიჩა ემირიძეები, კინორეჟისორები, საკონკურსოდ წარადგინეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რესპუბლიკა”.
მუსიკალური ხელოვნება:
ვერიკო ჭუმბურიძე, მევიოლინე, საკონკურსოდ წარადგინა ა.დვორჟაკის სავიოლინო კონცერტი „ლა მინ. თხზ. 53“, ჰ. ვენიავსკის მე-16 საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის გახსნის ცერემონიიდან (ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი ა. ბორეიკო).
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
თორნიკე სიბაშვილი, პოეტი, საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული „დეტექტივი“ (გამომცემლობა „კალმოსანი“ 2021).
მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ცოტნე ავსაჯანიშვილი, მწერალი, საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული – „ბავშვები კორტესარის მთიდან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021).
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
მარი ლუიზა კონჯარია, ქიმიკოსი, საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი: „ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერთა დაყოფა ციკლოდექსტრინების თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში“ (ჟურნალი Journal of Chromatography A, 2022).
სახვითი ხელოვნება:
ანა ჯიბლაძე, მულტიმედია, არტისტი, საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია „ერთადერთი ნაიარევი – The Only Scar” (2022).
ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ანა ქირია, ფილოლოგი, ფილოსოფოსი, საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „თვითერთის გააზრების ნეოპლატონური პერსპექტივები“ (გამომცემლობა „ლოგოსი“, 2021).
„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, ჯილდოთი, სპეციალური პრიზებითა და 4000-ლარიანი ფულადი პრემიით.
კომპანია „პე-ეს-პეს“ სპეციალური პრიზები გადაეცათ თეატრალურ კომპანიას „ჰარაკი“ და სამუსიკო ხელოვნების 2 გამორჩეულ ნომინანტს – იოსებ ჯუღაშვილსა (დირიჟორი) და გიორგი კობერიძეს (კომპოზიტორი).
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სპეციალური პრიზები გადაეცათ ახალგაზრდა მეცნიერებს:
ბექა მოდრეკილაძეს, სალომე მჭედლიძეს, შოთა ხეცურიანს, ქეთევან კოტორაშვილს და ნინო თავართქილაძეს
„წინანდლის პრემია 2022“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.