საქართველოს გარდა, მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანსა და სომხეთში იგრძნობოდა
საქართველოს საზღვრიდან 57 კილომეტრში, დაღესტანში მომხდარი 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა იგრძნობოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ამის შესახებ სომხური მედია წერს.
აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგები 22 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.