უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია დღეს დილით სამშობლოში ჩამოასვენეს.
ის გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში გადაასვენეს, სადაც პანაშვიდები გაიმართება.
ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.
ოჯახის ინფორმაციით, 25 წლის ჯაბა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ის ერთ-ერთი დაბომბვისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, თუმცა, ეს უშედეგო აღმოჩნდა და ქართველი მებრძოლი პირველ დეკემბერს დაიღუპა.