ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: მისი მონაცემებით, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგებით და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, არ დგას საკითხი ზონდით კვების შესახებ, იძულებით ზონდით კვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა
მისი მონაცემები, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ასევე, სხვა პარამეტრების გათვალისწინებით არ დგას საკითხი ზონდით კვების შესახებ და მით უმეტეს, იძულებით ზონდით კვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება, ღებინება საკვების მიღების დროს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მას დახმარება შეიძლება გაეწიოს ზონდის გამოყენებით, მაგრამ პაციენტთან შეთანხმების შემდეგ.
„არ ვიცი, საერთოდ რატომ წამოიჭრა საკითხი ზონდით კვებასთან დაკავშირებით, რადგან პაციენტი იღებს საკვებს, მართალია არასრულფასოვნად, მაგრამ მცირე ულუფების სახით იღებს საკვებს, თუმცა სასურველია იღებდეს უფრო სრულფასოვან საკვებს და მეტი რაოდენობით. მისი მონაცემები, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ასევე, სხვა პარამეტრების გათვალისწინებით არ დგას საკითხი ზონდით კვების შესახებ და მით უმეტეს, იძულებით ზონდით კვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება, ღებინება საკვების მიღების დროს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მას დახმარება შეიძლება გაეწიოს ზონდის გამოყენებით, მაგრამ პაციენტთან შეთანხმების შემდეგ“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.