ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა
ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
„საუკეთესო IT პროექტის წინადადება“-ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტომ წლის საუკეთესო IT პროექტის ნომინაციაში მოქალაქის და იურიდიული პირებისთვის სამინისტროს სისტემის მასშტაბით არსებული სერვისების ერთიანი ვებ-პორტალის პროექტით გაიმარჯვა.
GITi 2022 რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება.
კონფერენციის მიზანი სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT ორგანიზაციების და კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.
კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რიგით მე-12 რეგიონალური კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
ქართული IT ინოვაციების (GITi) კონფერენციაში 11 ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.