“ლელო ახალგაზრდებისთვის” დღეს აქციას გამართავს
“მადლობა გმირებს!” – ამ ლოზუნგით დღეს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “ლელო ახალგაზრდებისთვის” აქციას გამართავს.
ორგანიზატორების თქმით, იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ გმირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.