„ფილოსოფიური ქვა“ – „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი-კონტაქტის“  სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

6 დეკემბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი -კონტაქტის“  სპექტაკლის პრემიერა გაიმართება, სახელწოდებით – „ფილოსოფიური ქვა“,  ბილეთების
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლის დრამატურგი და რეჟისორია – ირა კოხრეიძე; სცენოგრაფი/კოორდინატორი – გიორგი მიქაბერიძე; მუსიკის ავტორი – My Equinox Divine; ვიდეოგრაფიკა – არჩილ ბედიაშვილი; ქვიშაზე მხატვარი – თორნიკე კაკუშაძე.
სპექტაკლში გამოყენებულია ლადო ბურდულის საავტორო კომპოზიცია -„ჩემო მშვენიერო ლედი“.
ამბავი მოგვითხრობს ძველ ცივილიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა, სადაც წინაპრები ფლობდნენ დიდ სიბრძნეს და ასევე – იდუმალებით მოსილ ფილოსოფიურ ქვას. ეგრეთ წოდებული „ფილოსოფიური ქვის“ ძიებისას გმირები იხსენებენ ოქროს საწმისის იდეას, რომლის მნიშვნელობას ახლებურად წარმოაჩენენ მაყურებლის წინაშე.
მონაწილეობენ: ლიკა ჯანიაშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, მაშიკო თვალაბეიშვილი, ნიკა ნიკურაძე, გიორგი პოლოლიკაშვილი, მარიამ იორდანიშვილი, გიორგი გვასალია, ნინი ბიკოვი, სანდრო მენსონი, მაიკო მინჯია, სანდრო დარსაველიძე, ლუკა უშვერიძე, თაკო უჯმაჯურიძე, ანანო ჩიტაძე, სესილი ღვინჯილია, ნანა ბოგველაძე, ნანო გორდაძე, მარიამ ფირცხავალა, ვასილ კიპაროიძე, თათია გვასალია, ნიცა კიპაროიძე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები