ირაკლი ღარიბაშვილი: გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება

გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.

„გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა იქნება საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ასევე, დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის, ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არამხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები