ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი კონტინენტის ჩემპიონია

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი კონტინენტის ჩემპიონია. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავის ევროპის ჩემპიონატიდან ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.
ეტლით მოფარიკავეთა გუნდს აეროპორტში საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი, პარალიმპიური კომიტეტის თანამშრომლები და გულშემატკივრები დახვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები