კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნატახტრის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, გარკვეულ უბნებს 5 დეკემბერს, საღამოს 17:00 საათიდან 6 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს 5 დეკემბერს, საღამოს 17:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 5 დეკემბერს, საღამოს 17:00 საათიდან 6 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ მცხეთაში – სამხედროს, გოგებაშვილის, გურამიშვილის, საგურამოს, მუხრანის, გამარჯვების, გმირის, ღვინჯილიას, ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, მირიან მეფის, ფიქრის გორას, კალოუბნის, შიო მღვიმელის, გედევანიშვილის, ჭავჭავაძის, წმ. ნინოს, ივანე ჯავახიშვილის, მრევლიშვილის, პეტრე იბერიელის, კარიბჭის, კანდელაკის, კალანდაძის, უპეს, ანტიოქიის, მამულაშვილის, გამსახურდიას, კოსტავას, არსუკიძის, სანაპიროს, თავდადებულის, ერეკლე მეორის, ტოლბუხინების, რუსთაველის, წერეთლის, ბაგინეთის, მტკვრის, ქსნის და თაყაიშვილის ქუჩებს, ფარნავაზის მოედანს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები