შალვა პაპუაშვილი: 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.