ილია მეორე: დრო შეიცვალა – დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოსახლეობას დღევანდელი დღე – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა.
მისი თქმით, დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას.
“გილოცავთ დღესასწაულს, – ტაძრად მიყვანებას ყოვლადმწინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. რა გამოვიარეთ ჩვენ? ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, – ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისათვის.
დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი!”, – განაცხადა ილია მეორემ.