სალომე ზურაბიშვილი: ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დღეს დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

შესაბამის ინფორმაციას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები