პარაოლიმპიური კომიტეტი: პარასპორტსმენებს, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გვაქვს ორმაგი მისია – ვიბრძოლოთ მაღალი მიღწევებისთვის და დავიცვათ შშმ პირთა უფლებები

ჩვენი პარასპორტსმენების ანგარიშზე წელს 63 მედალია, ჩვენ 63-ჯერ შევძელით საქართველოს ეროვნული დროშა და ღირსება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ღირსეულად აღგვემართა და დაგვეცვა, რის უკანაც უდიდესი შრომა დგას, რადგან მეტოქეებთან ერთად ვამარცხებთ ცრუ-წარმოდგენებს შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართცელოს პარაოლიმპიური კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

“3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.

ჩვენი პარასპორტსმენების ანგარიშზე წელს 63 მედალია, ჩვენ 63-ჯერ შევძელით საქართველოს ეროვნული დროშა და ღირსება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ღირსეულად აღგვემართა და დაგვეცვა, რის უკანაც უდიდესი შრომა დგას, რადგან მეტოქეებთან ერთად ვამარცხებთ ცრუ-წარმოდგენებს შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ, სტერეოტიპებს და სტიგმას.

ჩვენი თითოეული მედალი არის ერთი აგური შშმ პირთა უფლებების დაცვის, თანაბარი გარემო-პირობების უზრუნველყოფის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.

სწორედ ამიტომ, პარასპორტსმენებს, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გვაქვს ორმაგი მისია – ვიბრძოლოთ მაღალი მიღწევებისთვის და დავიცვათ შშმ პირთა უფლებები. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველო პარასპორტსმენი ქალები შშმ პირთა სამოქალაქო ინტერესების გარდა იბრძვიან გენდერული თანასწორობისთვის.

პარალიმპიური მოძრაობის მაგალითზე კარგად ჩანს როგორი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს უწყვეტ მხარდაჭერას და რომ ინკლუზიური გარემო და გადაწყვეტილებები არის ინვესტიცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

ჩვენ ვართ შშმ პირები და ვართ, საქართველოს სახელით, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები