ჯანეტ იელენი: რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეამცირებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეზღუდავს.

„მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა და მისი ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო მცირდება, ფასების ზედა ზღვარი დაუყოვნებლივ შეამცირებს პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“, – აღნიშნა ჯანეტ იელენმა.

მისი თქმით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ ენერგორესურსებსა და საკვებზე გაზრდილი ფასებით, განსაკუთრებით ისარგებლებენ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებით.

შეგახსენებთ, გუშინ, დასავლელი პარტნიორები რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვარი 60 აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები