ოდესაში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 სამართალდამცველია

ოდესაში, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი სამართალდამცველი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ოდესის ოლქში, პროხოროვსკაიას ქუჩაზე, ყუმბარის აფეთქების შედეგად მოხდა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, პატრულირებისას პოლიციამ ავტომანქანა გააჩერა. მათ საბარგულში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაინახეს და საგამოძიებო ჯგუფი გამოიძახეს. როდესაც ჯგუფი მივიდა, აფეთქება მოხდა. დაშავდა ხუთი სამართალდამცველი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

ოდესის საქალაქო საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები