რუსული კვლევის თანახმად, პუტინის სანდოობის რეიტინგი 78%-ს აღემატება

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სანდოობის რეიტინგი 78%-ს აღემატება.

„პუტინის მიმართ ნდობის შესახებ კითხვაზე, გამოკითხულთა 78.1%-მა უპასუხა დადებითად, ხოლო პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების დონე იყო 74.1%“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, რუსეთის მთავრობის მუშაობა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 48%-მა, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მუშაობა კი 51.6%-მა.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 21 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით. გამოკითხული იყო 1 600 ზრდასრული ქალი და მამაკაცი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები