ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილი მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი? რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს

სააკაშვილი მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია? რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ოჯახმა ნაცვლად ექიმისა თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისა, ლობისტები დაიქირავეს.

„ჩვენ ვსვამთ კითხვას, სააკაშვილს რა სერვისი ესაჭიროება, რასაც ვერ იღებს? რომელი დარგის სპეციალისტს მოისაკლისებს, რომ ჩართული იყოს ჯანმრთელობის დაცვის პროცესში? ჩვენ ვეუბნებით, ჩამოვიყვანოთ ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან. ისმება ერთგვარი რიტორიკული კითხვა, მაგრამ ამ რიტორიკულ კითხვას აქვს ძალიან დიდი საფუძველი, რომ სააკაშვილი მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია? რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? რომელი დარგის ექიმი ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ არის?

ნაცვლად ექიმისა თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისა, გაქანდნენ და ლობისტები დაიქირავეს. კითხვას ვსვამ, სააკაშვილს ექიმი ესაჭიროება თუ ლობისტი. ვისთან გააფორმა დედამისმა ხელშეკრულება და ვინ დაიქირავეს? ლობისტური კომპანია. როგორც ჩანს, სააკაშვილს ლობისტი ესაჭიროება და არა ექიმი. თუ აპოკალიფსური სურათია და წარმოუდგენელი რამ ხდება, რასაც თვითონ იძახიან, ლობისტები კი არ უნდა დაიქირაონ, უნდა ეძებონ ექიმი. ლობისტები დაიქირავეს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე განარიდონ სააკაშვილი მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები