პოლონეთი დისტანციურ მუშაობას შრომის კოდექსში შეიტანს

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა შრომის კოდექსში დისტანციური მუშაობის შეტანას.

ამის შესახებ „პოლონური რადიო“ იტყობინება.

პროექტის მიხედვით, დისტანციური სამუშაოს შესრულება შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ დასაქმებულის მიერ მითითებულ ადგილზე, დამსაქმებელთან წინასწარი შეთანხმებით.

კოდექსში იქნება შეტანილი როგორც მუდმივი დისტანციური მუშაობა, ასევე, ჰიბრიდული – დამსაქმებელსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით.

ცვლილება ასევე მოიცავს პერიოდული დისტანციური მუშაობის კონცეფციას, დასაქმებულის მოთხოვნით, წელიწადში არაუმეტეს 24 დღისა. მაგალითად, როდესაც დასაქმებულს უწევს ავადმყოფი ბავშვის მოვლა.

დამსაქმებელს ასევე შეეძლება, გაუშვას თანამშრომლები დისტანციურად სამუშაოდ საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, ხანძრების ან პანდემიის დროს.

კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვერ შეძლებს, უარი უთხრას დისტანციურ მუშაობაზე მშობლებს, რომლებსაც ოთხ წლამდე შვილი ჰყავთ; პირებს, რომლებიც ზრუნავენ შშმ პირებსა და ორსულ ქალებზე; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაო ადგილზე პირის ყოფნა აუცილებელია სამუშაოს ბუნებიდან გამომდინარე, მაგალითად, მეხანძრეებისთვის ან პოლიციელებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები