3 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

3 დეკემბერს, 19:00-ზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება სიმფონიური მუსიკის კონცერტი გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის შესრულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება ეძღვნება საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. “კონცერტის დირიჟორი – შმუელ ელბაზი სოლისტი – ასაფ კლაინმანი პროგრამაშია: ფ. მენდელსონი – უვერტიურა “The Hebrides”, Op. 26 ე. ლევიტას – ისრაული სუიტა, მანდოლინისა და ორკესტრისთვის ს. ცინცაძე – მინიატურები სიმებიანი ორკესტრისთვის ი. ბარდანაშვილი – საფორტეპიანო კონცერტი “Quasi una Fantasia” დასაწყისი – 19:00 კონსერვატორიის დიდი დარბაზი”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები