რუსეთში გამანადგურებელი “მიგ-31” ჩამოვარდა

პრიმორსკის მხარეში გამანადგურებელი “მიგ-31” ჩამოვარდა.

როგორც რუსულ მედიას საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე სოფელ ალექსეევკას მახლობლად, ვლადივოსტოკიდან 65 კილომეტრში, ტყეში ჩამოვარდა.

ეკიპაჟმა კატაპულტირება შეძლო, თუმცა, პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

როგორც რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში განაცხადეს, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები