სასწრაფოდ: ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ – კონგოს ცხელებით ხაშურიდან ქალბატონი მიიყვანეს

  ამ წუთებში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ – კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ხაშურიდან ქალბატონი მიიყვანეს – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.
როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს გარეგნულად სისხლჩაქცევები და მაღალი სიცხეები აქვს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტს გამოკვლევები უტარდება.
როგორც საავადმყოფოს მიმღებში განაცხადეს, დღეს კლინიკას კიდევ 6-მა პაციენტმა მიმართა, მათაც სიცხეები აღენიშნებათ, თუმცა მათ ყირიმ – კონგოს დაავადება არ აღმოაჩნდათ. „კვირა“ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები