თურქეთის ოპოზიციური ძალა, “რესპუბლიკური სახალხო პარტია” (CHP), მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც პოლიციამ სტამბოლის პარტიის ოფისი ბლოკადაში მოაქცია,- ამის შესახებ, უცხოური მედია წერს.
გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინებას მოჰყვა, რომელმაც გააუქმა CHP-ის სტამბოლის ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელობა. ოპოზიციის ლიდერის, ოზგიურ ოზელის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციური მოძრაობის პარალიზებას ცდილობს და „ერთპარტიული სისტემისკენ მიაქანებს ქვეყანას“.
სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გამოაცხადა დროებითი აკრძალვა მასობრივი შეკრებებისა და საჯარო დემონსტრაციების ჩატარებაზე, რომელიც 7 სექტემბრის საღამოს ძალაში შევიდა და 10 სექტემბრის შუაღამემდე გაგრძელდება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ დემოკრატიული წინააღმდეგობის გამოხატვა გაგრძელდება და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს.