ექიმი – კალაძის შტაბთან გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავებულებზე: არის მსუბუქი დაზიანებები, სიცოცხლისთვის არცერთი არაა საშიში

„ორი გუშინვე გაეწერა, ხოლო ორი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ, ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა ჭელიძემ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ და საავადმყოფოდან ხვალ გაეწერებიან.

“არის მსუბუქი დაზიანებები, სიცოცხლისთვის არცერთი არაა საშიში“, – განაცხადა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები