სოზარ სუბარი გორში, ტურბაზის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გორში, ტურბაზის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ტურბაზის ჩასახლებაში დევნილები ურთულეს პირობებში ცხოვრობენ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სუხიშვილისქ.# 63 – ში დევნილების საცხოვრებელი ობიექტი ნგრევადია. სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობები პირადად მოინახულა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული 40-მდე ოჯახი, 2014 წლის სექტემბერში, კრიტერიუმების შესაბამისად, ახლად რეაბილიტირებულ ობიექტზე მიიღებს ბინას. გორში ვიზიტისას, მინისტრმა ცხინვალის გზატკეცილის ქუჩა #14 – ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულა. ობიექტს რეაბილიტაცია დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით უტარდება, სამუშაოების სატენდერო ღირებულებამ 1 100 000 ლარი შეადგინა. შენობაში საცხოვრებელ ფართს 62 დევნილი ოჯახი მიიღებს. ოთხსართულიან შენობაში 62 ბინაა, აქედან 15-ერთოთახიანი, 43-ოროთახიანიდა 4-სამოთახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები