ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა სოფიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს, მათ შორის ერთი ოქროს და ორი ვერცხლის

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს, მათ შორის ერთი ოქროს და ორი ვერცხლის.

მათივე ცნობით, ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნინო ქორიძე გახდა, ხოლო წყვილთა შორის გამართულ შეჯიბრებაში მარიამ რაგიმოვმა და ანანო აფაქიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები