ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარი: ნეტავ მხოლოდ შესაწირი ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი მომხდარიყო 

“2-ვე შესაწირი ყუთი წაღებულია. ნეტავ ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი მომხდარიყო. ჩემი ხელით გავატანდი”,- ასე ეხმაურება ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ელიაძე დედათა მონასტერში მომხდარს, რომლის შედეგადაც მონასტერში ორი პირი შეიჭრა და მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდა.

მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ დაშავებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, სტაბილურია, მეტი არაფერი ვიცი. ინტენსიურ პალატაშია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაფერი სჭირს. ტაძარში ვარ, ღვთისმსახურება მქონდა ამ დილით, ახლა ნათლობას ვიწყებ, ალბათ ხვალ ან ზეგ წავალ და ვნახავ.

2-ვე შესაწირი ყუთია წაღებული. ნეტავ ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი მომხდარიყო. ჩემი ხელით გავატანდი ორივეს”, – განაცხადა დეკანოზმა “კურიერთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში გუშინ ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც ერთ-ერთი მონაზონი დაშავდა. ის სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები