მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მოცემულობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თავად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ყოველგვარი საფუძველი მოუსპო ნებისმიერ კრიტიკოსს, ესაუბრათ ოლიგარქიულ მმართველობაზე

ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მათ შორის, ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ აქ რაღაც პრობლემის წყაროს წარმოადგენდა ის, რომ მაგალითად, 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში მთავარი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც აქვს მსხვილი კაპიტალი. აქედან გამომდინარე, ცდილობდნენ სიმულაციისთვის კარგად გამოეყენებინათ, რომ ოლიგარქიული მმართველობაა საქართველოში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სხვა მხრივ, საქართველოს ოლიგარქიის პრობლემა, მიზეზი, რის გამოც ვინმეს ექნებოდა საფუძველი – ეთქვა, რომ საქართველოში რამე მსგავსი პრობლემაა, ობიექტურად არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მოცემულობა, სადაც თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, თავად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ყოველგვარი საფუძველი მოუსპო ნებისმიერ კრიტიკოსს, ესაუბრათ ოლიგარქიულ მმართველობაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები